In short: we use your data only to run the service. We do not sell personal data, show advertising, use analytics services, or profile you. ჩვენი მიდგომა: თქვენს მონაცემებს მხოლოდ სერვისის ფუნქციონირებისთვის ვიყენებთ. ჩვენ არ ვყიდით პერსონალურ მონაცემებს, არ ვაჩვენებთ რეკლამებს, არ ვიყენებთ ანალიტიკის სერვისებს და არ ვქმნით მომხმარებელთა პროფილებს.
1 Who we are ჩვენს შესახებ
TourPassGeorgia is operated by Digital Voucher System LLC (შპს დიჯითალ ვაუჩერ სისთემ), registered in Georgia, ID code: 405750619. We work remotely and have no public office, so please contact us by email. We are the controller of the personal data described here. TourPassGeorgia-ს მართავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს დიჯითალ ვაუჩერ სისთემ, საიდენტიფიკაციო კოდი: 405750619. ჩვენ დისტანციურად ვმუშაობთ და მომხმარებლებს ფიზიკურ ოფისში არ ვემსახურებით. ჩვენთან დასაკავშირებლად გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ.
Questions or requests about your data: [email protected]. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კითხვებისა და მოთხოვნებისთვის დაგვიკავშირდით: [email protected].
2 What we collect მონაცემთა შეგროვება
The app is for businesses and their staff, so most data describes a museum, a company or a guide. აპლიკაცია განკუთვნილია ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლებისთვის, ამიტომ მონაცემების უმეტესობა მუზეუმებს, ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ეხება.
| Data მონაცემთა კატეგორია | Examples მაგალითები | Where it comes from მონაცემთა წყარო |
|---|---|---|
| Account ანგარიშის მონაცემები | Email, name, phone, role (museum admin, cashier, company, guide), password (held by AWS Cognito, never visible to us) ელფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი, მომხმარებლის როლი (მუზეუმის ადმინისტრატორი, მოლარე, ტურისტული კომპანია, გიდი), პაროლი (ინახება AWS Cognito-ში და ჩვენთვის ხილული არ არის) | You or the person who invited you თქვენ ან პიროვნება, რომელმაც გამოგიგზავნათ მოწვევა |
| Business details ორგანიზაციის მონაცემები | Museum or company name, registry code, address, director, contact phone and email მუზეუმის ან კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტა | You, at sign-up or in your account ამ ინფორმაციას უთითებთ თავად რეგისტრაციის დროს ან ანგარიშის გამოყენებისას |
| Bank details საბანკო რეკვიზიტები | Bank name, account number and IBAN of a museum მუზეუმის მომსახურე ბანკის დასახელება, ანგარიშის ნომერი და IBAN | The museum admin მუზეუმის ადმინისტრატორი |
| Activity საქმიანობა | Partnerships and requests, tours and their dates, services and prices, alerts პარტნიორული ურთიერთობები და მოთხოვნები, ტურები და მათი თარიღები, მომსახურებები და ფასები, შეტყობინებები | You and your partners in the app თქვენგან და აპლიკაციაში თქვენი პარტნიორებისგან |
| Invoices ინვოისები | Items, quantities, amounts, VAT, platform fee, time, the museum, company, guide and cashier email involved მომსახურების დასახელება, რაოდენობა, თანხა, დღგ, პლატფორმის საკომისიო, თარიღი და დრო, მუზეუმის, კომპანიის, გიდისა და მოლარის ელფოსტა | Created when a cashier scans and confirms a voucher იქმნება მოლარის მიერ ვაუჩერის სკანირებისა/დადასტურებისას |
| Profile page პროფილის მონაცემები | A description, address and phone you choose to publish (the phone can be hidden) აღწერა, მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელთა გამოქვეყნებასაც თავად გადაწყვეტთ (ტელეფონის ნომრის დამალვა შესაძლებელია) | You ამ ინფორმაციას ამატებთ თავად |
| Device მოწყობილობა | Camera access to scan QR codes (nothing is recorded or kept), language choice and login session stored on your phone QR კოდების სკანირებისთვის კამერაზე წვდომა (ჩაწერა ან შენახვა არ ხდება). აპლიკაციაში არჩეული ენა და შესვლის სესია ინახება თქვენს მოწყობილობაზე | Your device თქვენი მოწყობილობა |
| Logs სისტემური ჟურნალის მონაცემები | Which action was called, by which account id, and whether it succeeded. Contact details are not written to logs შესრულებული მოქმედება, შესაბამისი ანგარიშის ID და მოქმედების წარმატებით შესრულების სტატუსი. საკონტაქტო მონაცემები სისტემურ ჟურნალებში არ იწერება | Our servers ჩვენი სერვერები |
| Crash reports ტექნიკური ხარვეზების ანგარიშები | Error details, device model and operating system, app version, your account id and role, and a short recording of the screen with all text, images and QR codes blanked out შეცდომის დეტალები, მოწყობილობის მოდელი და ოპერაციული სისტემა, აპლიკაციის ვერსია, თქვენი ანგარიშის ID და როლი, ასევე ეკრანის მოკლე ჩანაწერი, რომელშიც ყველა ტექსტი, სურათი და QR კოდი დაფარულია | Sent by the app when an error happens აპლიკაცია აგზავნის შეცდომის დაფიქსირებისას |
We do not collect your location, contacts, photos or advertising identifiers. ჩვენ არ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის, კონტაქტების, ფოტოების ან სარეკლამო იდენტიფიკატორების შესახებ.
3 How we use it მონაცემთა გამოყენება
We use your data only to run the service, on the basis of the contract you accept when you join and our legitimate interest in keeping it safe. თქვენს მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ სერვისის ფუნქციონირებისთვის. მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენ მიერ პლატფორმაზე გაწევრიანებისას მიღებული ხელშეკრულება და ჩვენი კანონიერი ინტერესი, ვუზრუნველვყოთ სერვისის უსაფრთხოება.
- To create and secure your account, and to send invitations and one-time sign-up codes by email. თქვენი ანგარიშის შესაქმნელად და დასაცავად, ასევე ელფოსტით მოსაწვევებისა და რეგისტრაციის ერთჯერადი კოდების გამოსაგზავნად.
- To connect museums, companies and guides, and to show each of them the tours, services and prices that concern them. მუზეუმებს, ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს შორის პარტნიორული კავშირების დასამყარებლად და თითოეული მათგანისთვის შესაბამისი ტურების, მომსახურებებისა და ფასების საჩვენებლად.
- To create vouchers, invoices and receipts, calculate our platform fee, and email or export invoices (PDF and Excel). ვაუჩერებისა და ინვოისებისა შესაქმნელად, პლატფორმის საკომისიოს გამოსათვლელად და ინვოისების ელფოსტით გასაგზავნად ან PDF და Excel ფორმატებში ექსპორტისთვის.
- To print a museum's bank details on its invoices. მუზეუმის საბანკო რეკვიზიტები გამოიყენება მათ ინვოისებში ასახვისთვის.
- To send in-app alerts and emails about changes, such as new prices, events, or changed bank or contact details. აპლიკაციაში შეტყობინებებისა და ელფოსტის მეშვეობით ინფორმაციის მისაწოდებლად ისეთი ცვლილებების შესახებ, როგორიცაა ფასების განახლება, ღონისძიებები ან საბანკო და საკონტაქტო მონაცემების ცვლილება.
- To find and fix faults, prevent fraud, and meet accounting and tax duties. ტექნიკური ხარვეზების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად.
We do not sell personal data, show advertising, or use it for profiling. ჩვენ არ ვყიდით პერსონალურ მონაცემებს, არ ვიყენებთ მათ სარეკლამო მიზნებისთვის და არ ვახდენთ მომხმარებელთა პროფილირებას.
5 Where it is stored and how long we keep it მონაცემთა შენახვა და შენახვის ვადები
Data is stored in the AWS region US East (Ohio), in the United States. By using the app you accept that your data is transferred there; AWS protects it under its own security commitments. მონაცემები ინახება აშშ-ში, Amazon Web Services-ის (AWS) აღმოსავლეთ აშშ-ის (ოჰაიო) რეგიონში. აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ რეგიონში გადაცემას. AWS მათ საკუთარი უსაფრთხოების ვალდებულებების შესაბამისად იცავს.
- Account and profile data: kept while your account is active. When you delete your account it is marked as deleted: you can no longer sign in and your profile is hidden from other users. ანგარიშისა და პროფილის მონაცემები: ვინახავთ ანგარიშის აქტიურობის პერიოდში. ანგარიშის წაშლისას მას ენიჭება წაშლილის სტატუსი, რის შემდეგაც სისტემაში შესვლა შეუძლებელი ხდება, ხოლო პროფილი სხვა მომხმარებლებისთვის აღარ ჩანს.
- Invoices and fee records: kept even after an account is deleted, because the other party on the invoice (the museum, company or guide) must still be able to see them. ინვოისები და საკომისიოს ჩანაწერები: ვინახავთ ანგარიშის წაშლის შემდეგაც, რადგან ინვოისში მითითებულ მეორე მხარეს — მუზეუმს, ტურისტულ კომპანიას ან გიდს — მათზე წვდომა კვლავ უნდა ჰქონდეს.
- Export files (PDF and Excel) are stored under a long random web address and are removed after about 24 hours. ექსპორტირებული ფაილები (PDF და Excel): ინახება გრძელი, შემთხვევითად გენერირებული ვებმისამართით და დაახლოებით 24 საათში ავტომატურად იშლება.
- One-time sign-up codes expire within hours and are not reused. რეგისტრაციის ერთჯერადი კოდები: მოქმედების ვადა რამდენიმე საათში იწურება და მათი ხელახლა გამოყენება შეუძლებელია.
- Server logs: our servers record which action was called, by which account id, when, and whether it worked, plus error details for fixing faults. They are designed to hold no contact details, bank details or invoice contents. Logs are deleted automatically after 90 days. Database backups, which can still hold data deleted from the live system, are overwritten within 7 days. სერვერის ჟურნალები: აღირიცხება შესრულებული მოქმედება, შესაბამისი ანგარიშის ID, მოქმედების დრო და შედეგი, ასევე ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო შეცდომის დეტალები. ჟურნალები ისეა შექმნილი, რომ არ შეიცავდეს საკონტაქტო ან საბანკო მონაცემებს და ინვოისების შინაარსს. ისინი ავტომატურად იშლება 90 დღის შემდეგ. მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები, რომლებშიც შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს აქტიური სისტემიდან წაშლილი მონაცემები, 7 დღის განმავლობაში ახლდება და ძველი მონაცემები გადაიწერება.
- Crash reports: stored by Sentry in the United States and deleted automatically after at most 90 days. ტექნიკური ხარვეზების ანგარიშები: ინახება Sentry-ში, აშშ-ში, და ავტომატურად იშლება არაუგვიანეს 90 დღისა.
6 Your rights and deleting your account თქვენი უფლებები და ანგარიშის წაშლა
Under the Law of Georgia on Personal Data Protection you may ask us to: საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ:
- show you the data we hold about you and give you a copy; გაცნობოთ, რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ, და მოგვაწოდოთ მათი ასლი;
- correct data that is wrong or out of date; შეასწოროთ არასწორი ან მოძველებული მონაცემები;
- delete your data, or restrict or stop how we use it; წაშალოთ თქვენი მონაცემები, შეზღუდოთ მათი დამუშავება ან შეწყვიტოთ იგი;
- stop processing that rests on our legitimate interest. შეწყვიტოთ იმ მონაცემების დამუშავება, რომელიც ჩვენს კანონიერ ინტერესს ეფუძნება.
Most details can be edited directly in the app (Account, profile and bank screens). To delete your account, use the delete option in the app or write to [email protected]. When an account is deleted it is marked as deleted: the login stops working and the profile is hidden at once. Invoices stay, because the other party on each invoice needs to see them. To have your remaining personal details erased as well, write to us and we will do it within 30 days, except invoices. მონაცემების უმეტესობის შეცვლა თავად შეგიძლიათ აპლიკაციაში, შესაბამის განყოფილებებში — ანგარიშის პარამეტრებში, პროფილსა და საბანკო რეკვიზიტებში. ანგარიშის წასაშლელად გამოიყენეთ აპლიკაციაში არსებული წაშლის ფუნქცია ან მოგვწერეთ ელფოსტაზე:[email protected]. ანგარიშის წაშლისას მას ენიჭება წაშლილის სტატუსი, სისტემაში შესვლა დაუყოვნებლივ შეუძლებელი ხდება, ხოლო პროფილი სხვა მომხმარებლებისთვის აღარ ჩანს. ინვოისები ინახება, რადგან მათზე წვდომა ინვოისში მითითებულ მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს. თუ გსურთ, თქვენი სხვა პერსონალური მონაცემებიც წავშალოთ, მოგვმართეთ წერილობით და მათ 30 დღის განმავლობაში წავშლით, გარდა ინვოისებში მოცემული მონაცემებისა.
We answer requests within 24 hours. If you disagree with how we handled your data, you can complain to the Personal Data Protection Service of Georgia. თქვენს მოთხოვნებს 24 საათის განმავლობაში ვუპასუხებთ. თუ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავების საკითხზე ჩვენს გადაწყვეტილებას ან მოქმედებას, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
7 Security, children, changes and contact მონაცემთა უსაფრთხოება, არასრულწლოვნები, ცვლილებები და საკონტაქტო ინფორმაცია
Security. Sign-in is handled by AWS Cognito and every request is checked against your role, so a user sees only what their role allows. Traffic between the app and our servers is encrypted. Database credentials are kept in a secrets store, not in the app. No system is perfectly safe; if a breach affects you we will tell you and the authorities as the law requires. მონაცემთა უსაფრთხოება სისტემაში შესვლას უზრუნველყოფს AWS Cognito. თითოეული მოთხოვნა მოწმდება მომხმარებლის როლის შესაბამისად, რათა მას მხოლოდ იმ მონაცემებზე ჰქონდეს წვდომა, რომელთა ნახვის უფლებასაც მისი როლი ანიჭებს. აპლიკაციასა და ჩვენს სერვერებს შორის მონაცემთა გადაცემა დაშიფრულია. მონაცემთა ბაზის წვდომის მონაცემები ინახება საიდუმლო მონაცემებისთვის განკუთვნილ დაცულ საცავში და არა თავად აპლიკაციაში. მიუხედავად უსაფრთხოების ზომებისა, ვერცერთი სისტემა ვერ იქნება სრულად დაცული ყველა შესაძლო საფრთხისგან. თუ მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა თქვენზე მოახდენს გავლენას, ამის შესახებ შეგატყობინებთ თქვენ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს კანონით დადგენილი წესით.
Children. The app is for businesses and their staff aged 18 or over. We do not knowingly collect data from children. არასრულწლოვანთა მონაცემები აპლიკაცია განკუთვნილია ბიზნესმომხმარებლებისა და მათი თანამშრომლებისთვის, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს.
Changes. If we change this policy in a way that matters, we will tell you in the app before it applies. The date at the top shows the latest version. ცვლილებები. თუ ამ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ, ცვლილებების ძალაში შესვლამდე ამის შესახებ აპლიკაციის საშუალებით შეგატყობინებთ. პოლიტიკის მოქმედი ვერსიის თარიღი მითითებულია გვერდის ზედა ნაწილში.
Contact საკონტაქტო ინფორმაცია
Digital Voucher System LLC შპს დიჯითალ ვაუჩერ სისთემ
Email us დაგვიკავშირდით